вторник, 29 мая 2012 г.

სასწავლო პროექტი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები



პროექტის სახელი:  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებიგელათის მონასტერი და  
ბაგრატის    ტაძარი.


პროექტის მიზანი:      ბავშვებმა უკეთ გაიცნონ საკუთარი კუთხის კულტურა ისტორი და ხელოვნება.
პროექტის სრული აღწერა:
ქართული მართმადიდებლური ტაძრების აგების ისტორია. სასურველია ბავშვებმა იცოდნენ:
1) რომელი საუკუნის ძეგლებია ისინი.
2) როგორი პოლიტიკური ვითარება იყო მათი აშენების პერიოდში.
3) რომელი მეფეების დროს აშენდა.
4) რა არქიტექტურული ღირებულება გააჩნიათ მათ.
5) რა არქეოლოგიური გათხრები უკავშირდება ამ ძეგლებს.
მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას მიიღებენ VII კლასის მოსწავლეები, რომლებიც შეისწავლიან და დაათვალიერებენ გელათის მონასტერს და ბაგრატის ტაძარს.

პროექტის ვადები: თემის შესწავლა მოხდება ერთი კვირის განმავლობაში. კვირის ბოლოს მოეწყობა ექსკურსია გელათის მონასტერში და ბაგრატის ტაძარში.
პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში:
1) პროექტის მიზნის გაცნობა.
2) დავალების განაწილება
3) პროექტის პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება ის ,რომ ბავშვებს უკეთესად ეცოდინებათ თავისი კუთხის ისტორია არქიტექტურულ ხელოვნებაში. ექსკურსიის დროს მიღებული ცოდნის სხვებისათვის გაზიარების მიზნით გაკეთდება ბუკლეტები,რომლებიც გავრცელდება სკოლაში. გაკეთდება კედლის გაზეთი თანდართული სურათებით და ჩანახატებით.
პროექტის თემა კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. იგი მოითხოვს
კავშირს ისტორიასთან, ხელოვნებასთან და ისტთან.